აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა გაიკეთა

15 მარტი 2021, 10:19 1881 ნახვა

აჭარის ჯანდაცვის მინისტრმა covid19-ის საწინააღმდეგო ვაქცინა დღეს პირველმა გაიკეთა. ნინო ნიჟარაძე  კოლეგებს მოუწოდებს გაირაონ რეგისტრაცია და აიცრან. 

ნინო ნიჟარაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო პრეპარატი ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში გაიკეთა. 

აჭარაში ვაქცინაციის ცხრა კაბინეტი მოქმედებს, მათ შორის ოთხი ბათუმში და 5 მუნიციპალიტეტებში, სადაც ვაქცინაციის პროცესი 17 მარტიდან დაიწყება. 

საქართველომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის პირველი პარტია – 43 200 დოზა 13 მარტს მიიღო. კორონავირუსის ვაქცინას პირველ ეტაპზე სამედიცინო სფეროს წარმომადგენლები გაიკეთებენ. 

დღეს, 15 მარტს დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელის მოადგილემ, პაატა იმნაძემ კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინა, AstraZeneca გაიკეთა. ის არის ერთ-ერთი პირველი ადამიანია საქართველოში, ვინც Covid-19-ზე აიცრა.

სოფიკო მაკარაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში