როდის მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი - ამირან გამყრელიძის განმარტება

15 მარტი 2021, 11:14 22815 ნახვა

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელი არ გამორიცხავს, რომ 21:00 საათიდან გადაადგილების შეზღუდვა მარტის ბოლოს შემსუბუქდეს. 

სრულად მოიხსნება ე.წ. კომენდანტის საათი თუ დრო გადაიწევს, ამირან გამყრელიძის თქმით, ამაზე საკოორდინაციო საბჭო იმსჯელებს.

''დღეს შემსუბუქების ერთი ეტაპი დაიწყო, სწავლა აღდგა უმაღლეს სასწავლებლებში, სპორტ დარბაზები და საცურაო აუზები გაიხსნა. დარწმუნებული ვარ რასაც მეკითხებით (ე.წ. კომენდანტის საათის გაუქმება) ისიც შემსუბუქდება, მაგრამ ეპიდსიტუაციის სტაბილიზაციის ფონზე. 

ყოველი შემსუბუქების შემდეგ ვაკვირდებით სიტუაციას. თუ ასეთი სტაბილური ეპიდსიტუაცია იქნება, შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც იქნება განხილული. ერთიდან ორი კვირის განმავლობაში, ყოველი შემსუბუქებიდან ვაკვირდებით. 

დღეს კიდევ შემსუბუქების ერთი ეტაპი დაიწყო. ყოველი შემსუბუქების შემდეგ 10 დღე, ორი კვირა უნდა დავაკვირდეთ ეპიდსიტუაციას და შემდეგ ეტაპზე ეს საკითხიც განიხილება. დარწმუნებული ვარ, ესეც შემსუბუქდება, ოღონდ, ეპიდვითარების სტაბილიზაციის ფონზე“, - განაცხადა ამირან გამყრელიძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში