ტრეფიკინგის ბრალდებით 2 ადამიანი დააკეს

15 მარტი 2021, 12:29 1151 ნახვა

ადამიანებით ვაჭრობის ფაქტი საქართველოში. დაკავებულია 2 მოქალაქე. გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებულები 2015-2016 წლებში სომხეთის  სამ მოქალაქეს კარგ სამუშაო პირობებს დაჰპირდნენ, დაეხმარნენ მათ საჭირო დოკუმენტაციის შეგროვებაში და საკუთარი ავტომობილით საქართველოში ჩამოიყვანეს. ისინი მიიყვანეს ნინოწმინდის მუნიციპალიტეტის ერთ-ერთი სოფლის ახლოს მდებარე საქონლის ფერმაში, სადაც მუქარითა და იძულებით უწევდნენ შრომით ექსპლუატაციას, ჩამოართვეს პირადობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია და ანაზღაურების გარეშე, მრავალი წლის განმავლობაში ამყოფებდნენ მონობის თანამედროვე პირობებში.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში