9 პირის ინტოქსიკაციის შესახებ შეტყობინების საფუძველზე, სამტრედიის ქუჩაზე, საშაურმეში შემოწმება ხორციელდება - სეს

15 მარტი 2021, 17:12 1060 ნახვა

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინსპექტირების ჯგუფი, ინტოქსიკაციის შესახებ მიღებული შეტყობინების საფუძველზე, თბილისში, სამტრედიის ქუჩაზე მდებარე საშაურმე „რეტროში“  ახორციელებს შემოწმებას.

სააგენტოში აცხადებენ, რომ ინსპექტირების ფარგლებში დაგეგმილია ნიმუშების აღება და კვლევა.

ბოჭორიშვილის კლინიკაში 9 პირი კვებითი ინტოქსიკაციით გადაიყვანეს. გავრცელებული ინფორმაციით, ისინი შაურმით მოიწამლა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში