აზერბაიჯანმა სომხეთს სამხედრო ტყვეები გადასცა

15 მარტი 2021, 17:02 1119 ნახვა

აზერბაიჯანმა სომხეთს ყველა სამხედრო ტყვე გადასცა, - ამის შესახებ აზერბაიჯანის საგარეო საქმეთა მინისტრმა ჯეიჰუნ ბაირამოვმა ეუთოს მოქმედ თავმჯდომარესთან, შვედეთის საგარეო საქმეთა მინისტრთან  ერთობლივ პრესკონფერენციაზე განაცხადა.

"სამმხრივი განცხადების შესაბამისად, ჩვენ სომხურ მხარეს ყველა სამხედრო ტყვე გადავეცით, რომელიც სამხედრო მოქმედებების დროს და მათ დაწყებამდე აიყვანეს", - განაცხადა მინისტრმა.

მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტის შესახებ  ბაქოს, ერევანსა და მოსკოვს შორის სამხრივი შეთანხმება გასული წლის 9 ნოემბერს გაფორმდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში