გასართობი ცენტრები გახსნას ითხოვენ

15 მარტი 2021, 20:04 1511 ნახვა

ბავშვთა გასართობი ცენტრები შესაძლოა მარტის ბოლოს გაიხსნას. ეს მას შემდეგ გახდა ცნობილი, რაც სფეროს წარმომადგენლები შრომის ინპექტირების დეპარტამენტის უფროსს შეხვდნენ.

როგორ უნდა გაიხსნას ობიექტები, მომდევნო 2 კვირის განმავლობაში გეგმას შეიმუშავებენ და ეპიდემიოლოგიურ ვითარებას დააკვირდებიან.

ათეულობით ბავშვთა გასართობი ცენტრი ქვეყანაში 1 წელია დახურულია, ობიექტების მეპატრონეები ამბობენ, რომ ძირითადად იჯარის ვალდებულების გამო ბევრი ცენტრი დაიხურა და თუ ასე გააგრძელა, მათ რიცხვს კიდევ არაერთი დაემატება, თავად კი შემოსავლის გარეშე არიან.

ლოლა ტუმასიანი
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში