მსოფლიოში COVID19-ის 391 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა

16 მარტი 2021, 11:49 840 ნახვა

მსოფლიოში გასული დღე-ღამის განმავლობაში „კოვიდ-19“-ით ინფიცირების 391 000-ზე მეტი ახალი შემთხვევა გამოვლინდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაცია ავრცელებს. გაერო-ს ორგანიზაციის ინფორმაციით, მსოფლიოში პანდემიის დაწყების შემდეგ კორონავირუსული ინფექციისგან გამოწვეული დაავადება 119.6 მილიონზე მეტ ადამიანს დაუდასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემთა ბაზის მიხედვით, გასულ დღე-ღამეში „კოვიდ-19“-ს მსოფლიოში 7 110 ადამიანი ემსხვერპლა, გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 2 649 72-ს აღწევს.  ბოლო ერთ დღეში გამოვლენილი ახალი შემთხვევების 42 პროცენტზე მეტი ჩრდილოეთ და სამხრეთ ამერიკაზე მოდის, მეორე ადგილზე ევროპის რეგიონია, მესამეზე კი აღმოსავლეთ ხმელთაშუაზღვისპირეთი.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში