ნიგერიაში ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ 41 მებრძოლი მოკლეს

16 მარტი 2021, 11:50 1034 ნახვა

ნიგერიის უსაფრთხოების ძალებმა ტერორისტული დაჯგუფება „ბოკო ჰარამის“ 41 მებრძოლი მოკლეს. ინფორმაციას ადგილობრივი მედია ავრცელებს. მედიის ცნობით, სპეცოპერაცია ქვეყნის ჩრდილო-აღმოსავლეთით, ბორნოს შტატში ჩატარდა. ანტიტერორისტული ოპერაციის ფარგლებში ნიგერიელმა სამხედროებმა მოდერნიზებული შეიარაღება აღმოაჩინეს და ტერორისტების ტყვეობაში მყოფი 60 ქალი და ბავშვი გაათავისუფლეს. ოპერაციის ფარგლებში, ნიგერიის არმიის ოთხი ჯარისკაცი დაიღუპა და რამდენიმე დაშავდა. „ბოკო ჰარამმა“ ნიგერიაში ამბოხება 2009 წელს დაიწყო და სისასტიკე მეზობელ ნიგერში, ჩადსა და კამერუნში გაავრცელა. ნიგერიაში „ბოკო ჰარამის“ ტერორისტული საქმიანობის გამო, 30 000-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა, სამ მილიონამდე ადამიანი კი, დევნილად იქცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში