ზურაბ ჟვანიას შვილს ბუსა ჟვანიას სამ წლიანი პატიმრობა მიესაჯა

16 მარტი 2021, 15:40 863 ნახვა

ყოფილი პრემიერ-მინისტრის ზურაბ ჟვანიას შვილს, ბუსა ჟვანიას 3-წლიანი პატიმრობა შეეფარდა, აქედან 1 წელი და 6 თვე პირობითი სასჯელია. ბიზნესმენის და ყოფილი დეპუტატის, გოგი თოფაძის შვილიშვილი 2 აგვისტოს საკუთარ საცხოვრებელ სახლში დაჭრეს. დაჭრის ბრალდებით ექსპრემიერ ზურაბ ჟვანიას შვილი, ბუსა ჟვანია დააკავეს. გამოძიების ინფორმაციით, ბუსა ჟვანიამ ბიზნესმენ გოგი თოფაძის შვილიშვილს ლევან თოფაძეს მისივე სახლის აივანზე დანით სიცოცხლისთვის საშიში დაზიანებები მიაყენა. ბუსა ჟვანიას ბრალი განზრახ მკვლელობის მცდელობის მუხლით ჰქონდა წარდგენილი.დაზარალებულ ლევან თოფაძის ბაბუა გოგი თოფაძე აცხადებს, რომ ბუსა ჟვანიამ მისჯილ წლებზე ადრე პენიტენციური დაწესებულება არ უნდა დატოვოს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში