აშშ-ს ახალი შინაგან საქმეთა მდივანი ჰყავს

16 მარტი 2021, 16:02 739 ნახვა

აშშ-ის სენატმა წარმომადგენელთა პალატის წევრი დებორა ჰაალანდი ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრად დაამტკიცა. ჰაალანდის კანდიდატურას, რომელიც ამერიკის პრეზიდენტმა ჯო ბაიდენმა წარადგინა, 51 სენატორმა დაუჭირა მხარი, 40 წინააღმდეგი იყო.  60 წლის ჰაალანდი ამერიკელ ინდიელთა  პირველი წარმომადგენელია, რომელიც შინაგან საქმეთა მინისტრის პოსტზე დაინიშნა. 2018 წელს დებორა ჰაალანდი ასევე გახდა ამერიკის მკვიდრი მოსახლეობის ერთ-ერთი პირველი წარმომადგენელი, რომელიც კონგრესში აირჩიეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში