ძლიერმა ქარმა სოფელ წინსვლაში სახლს სახურავი გადახადა

16 მარტი 2021, 23:15 2250 ნახვა

სოფელ წინსვლაში ძლიერმა ქარმა საცხოვრებელ სახლს სახურავი გადახადა. შემთხვევა ცოტახნის წინ მოხდა.

აბაშიძეების 8 წევრიანი ოჯახი თავს მეზობლებს აფარებს. 

"ქარი ამოვარდა, სახლს სახურავი მთლიანად გადახადა და მეზობლის ეზოში გადააგდო. ვითხოვთ, დახმარებას. არსებობს საშიშროება, რომ წვიმის შედეგად წყალი საცხოვრებელ სახლში ჩავიდეს და დააზიანოს. მერიის წარმომადგენლები იყვნენ, მდგომარეობასაც გაეცნენ და გვითხრეს, რომ ხვალ უნდა დავწეროთ განცხადება, რომლის შემდეგ გაგვიწევენ დახმარებას" - აცხადებს რუსუდან აბაშიძე

შემთხვევის ადგილას მობილიზებული იყო საპატრულო პოლიცია  და სამაშველო სამსახური.

შემთხვევის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ბექა რომანაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში