კრემლის ულტიმატუმი - მოსკოვი ერთ თვეში "ტვიტერის" დაბლოკვას გეგმავს

17 მარტი 2021, 12:54 880 ნახვა

კრემლი ამერიკულ სოციალურ ქსელს ემუქრება და ულტიმატუმს უყენებს. რუსეთში ამბობენ, რომ თუ "ტვიტერი" მათ მითითებებს არ შეასრულებს და "აკრძალულ" კონტენტს სოციალური ქსელიდან არ აიღებს, ერთ თვეში სოციალურ ქსელს დაბლოკავენ. მანამდე კი რუსეთში ბოლო დღეების განმავლობაში სოციალური ქსელი შეზღუდვებით მუშაობს. "როსკომნადზორში" ამბობენ, რომ სოციალურ ქსელ ტვიტერში ვრცელდება ინფორმაცია არასანქცირებული აქციების, ბავშვთა პორნოგრაფიისა და ნარკოტიკების შესახებ. შესაბამისად, მოითხოვენ, რომ კონტენტი, რომელიც მათთვის მიუღებელია, სოციალურმა ქსელმა პლატფორმიდან აიღოს. რუსეთის ულტიმატუმს "ტვიტერში" უკვე გამოეხმაურნენ. მათ კრემლის პოზიცია აშფოთებთ და ამბობენ, რომ რუსეთი თავისუფალ სიტყვაზე გავლენის მოხდენას ცდილობს. სოციალურმა ქსელმა განმარტა, რომ "ტვიტერში" ბავშვთა პორნოგრაფია და ნარკოტიკების შესახებ ინფორმაცია არ ვრცელდება და ამ მხრივ სოციალური ქსელი უკვე წლებია აქტიურად მუშაობს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში