ევროპული სააგენტო საბოლოო დასკვნას და რეკომენდაციებს ხვალ გამოაქვეყნებს

17 მარტი 2021, 12:59 759 ნახვა

ევროკავშირის რეგულატორს, „ევროპის წამლის სააგენტოს“ კვლევის პროცესში ისევ არ მოუპოვებია მტკიცებულება, რომ ოქსფორდის უნივერსიტეტის და ბრიტანულ შვედური კონცერნის „ასტრაზენეკას“ ვაქცინა თრომბოზს იწვევს. ამის შესახებ სააგენტოს ხელმძღვანელმა, ემერ კუკმა 16 მარტს გამართულ პრესკონფერენციაზე განაცხადა, რომ COVID-19-ის საწინააღმდეგო ამ ვაქცინის უპირატესობა გვერდითი მოვლენების რისკზე მაღალია. ემერ კუკმა ხაზი გაუსვა, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის კლინიკური გამოცდის დროს თრომბოზის შემთხვევები არ ყოფილა. სააგენტო საბოლოო დასკვნას და რეკომენდაციებს 18 მარტს გამოაქვეყნებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში