აშშ-ის ეროვნული დაზვერვა არჩევნებში კრემლის ჩარევის შესახებ წერს

17 მარტი 2021, 15:53 1093 ნახვა

რუსეთის პრეზიდენტმა ვლადიმერ პუტინმა, სავარაუდოდ, გასულ წელს აშშ-ში ჩატარებულ არჩევნებზე დონალდ ტრამპის სასარგებლოდ ზეგავლენის მოხდენის ნებართვა გასცა, - ამის შესახებ აშშ-ის ეროვნული დაზვერვის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშშია ნათქვამი. 15-გვერდიან დოკუმენტში აღნიშნულია, რომ მოსკოვი  ჯო ბაიდენის შესახებ უსაფუძვლო ბრალდებებსა და ცრუ ინფორმაციას ავრცელებდა. ანგარიშის თანახმად, დეზინფორმაციის კამპანიის მიზანი  საარჩევნო პროცესისათვის უნდობლობის გაზრდა  იყო.  ანგარიშში აღნიშნულია, რომ რუსეთი დონალდ ტრამპის გამარჯვების შანსების გაძლიერებას,  ირანი კი პირიქით, მისი მხარდაჭერის შესუსტებას ცდილობდა. რაც შეეხება ჩინეთს, პეკინს  არჩევნებში ჩარევა არ უცდია.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში