სარკოზის მორიგი სასამართლო პროცესი

17 მარტი 2021, 15:58 986 ნახვა

საფრანგეთის ექს-პრეზიდენტი ნიკოლა სარკოზი, რომელსაც  2012 წლის  საარჩევნო კამპანიის უკანონო დაფინანსებაში ადანაშაულებენ, დღეს სასამართლოს წინაშე კიდევ ერთხელ წარდგება.  66 წლის სარკოზის საარჩევნო კამპანიის კანონით დაშვებულზე ორჯერ მეტი თანხით დაფინანსებას ედავებიან. დანაშაულის დამტკიცების შემთხვევაში, მას ერთ წლამდე პატიმრობა და 3 ათას  750 ევროს ოდენობით ჯარიმა ემუქრება.   ორი კვირის წინ საფრანგეთის ყოფილი პრეზიდენტი დამნაშავედ სცნეს კორუფციასა და გავლენის ბოროტად გამოყენებაში. მას ორი წლით პირობითი პატიმრობა და ერთი წლით შინაპატიმრობა მიუსაჯეს.  სარკოზიმ გადაწყვეტილება სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში