ოპოზიციური პარტიები პარლამენტში უნდა დაბრუნდნენ - ჯეიმს აპატურაი

17 მარტი 2021, 22:59 919 ნახვა

კავკასიასა და ცენტრალურ აზიაში ნატო-ს გენერალური მდივნის სპეციალური წარმომადგენელი, ჯეიმს აპატურაი, ბრიუსელში საქართველოს მთავრობის დელეგაციის ვიზიტს სოციალურ ქსელში ეხმაურება.

მისივე განცხადებით, პოლიტიკურ პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა აღმოიფხვრას და ოპოზიციური პარტიები პარლამენტში დაბრუნდნენ.

"დღეს ნატო-ს გენერალურ მდივანთან და ჩრდილო ატლანტიკური საბჭოს წევრებთან შესახვედრად საქართველოს პრემიერ-მინისტრის და საგარეო საქმეთა მინისტრის დროული ვიზიტი შედგა ბრიუსელში. იყო ღია და კონსტრუქციული დისკუსია სხვადასხვა საკითხზე. როგორც ყოველთვის, ნატო მხარს უჭერს საქართველოს.

ჩემი აზრით, რეგიონში არსებული სიტუაციის გათვალისწინებით, მთავრი გზავნილებია: კოვიდის კრიზისის, რეფორმების გაგრძელების საჭიროებისა და გაძლიერებული მედეგობის ფონზე, საქართველოს გაჭიანურებული პოლიტიკური კრიზისის დრო არ აქვს.

პოლიტიკურ პოლარიზაცია რაც შეიძლება მალე უნდა აღმოიფხვრას, ოპოზიციური პარტიები უნდა დაბრუნდნენ პარლამენტში, რათა მან სათანადოდ ფუნქციონირება შეძლოს. ყველა პარტია უნდა შეთანხმდეს პოლიტიკური პროცესისკენ საერთო წინსვლის გზაზე. ჩვენ მხარს ვუჭერთ ევროკავშირისა და აშშ-ის მედიაციის ძალისხმევას, რომელსაც ორი ბრწყინვალე დიპლომატი წარმართავს“, - წერს ჯეიმს აპატურაი.

 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში