ტექნიკური ხარვეზია, საჯარო რეესტრი ივანიშვილი-აბუსერიძე-ტყემალაძისთვის თანასწორია - იოსებ ტყემალაძე

18 მარტი 2021, 10:35 1018 ნახვა

საჯარო რეესტრმა სოსო ტყემალაძე რაგბის კავშირის პრეზიდენტად არ დაარეგისტრირა. მიზეზად ყრილობაზე დაფიქსირებული ხარვეზი დასახელდა.

საჯარო რეესტრის განმარტებით რაგბის კავშირის წესდების მიხედვით ყრილობაზე უნდა განხილულიყო სწორედ ის საკითხები, რომლებიც წინა ყრილობისას (30 დეკემბერს) იყო დამტკიცებული. თუმცა ასე არ მოხდა.

საჯარო რეესტრმა ახალ პრეზიდენტს და გამგეობას ხარვეზის გამოსასწორებლად დრო მისცა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი სოსო ტყემალაძეს დაუკავშირდა. ტექნიკური ხარვეზია, საჯარო რეესტრი ივანიშვილი-აბუსერიძე-ტყემალაძისთვის თანასწორია - განაცხადა  რაგბის კავშირის პრეზიდენტმა. 

10 მარტს ჩატარებულ რაგბის კავშირის განმეორებით არჩევნებზე ტყემალაძემ, რომელიც ერთადერთი კანდიდატი იყო, 42 ხმით გაიმარჯვა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში