ბათუმში დააკავეს მამაკაცი, რომელმაც 26 ველოსიპედი მოიპარა - შსს 

18 მარტი 2021, 10:51 5171 ნახვა

შინაგან საქმეთა სამინისტროს ინფორმაციით, ბათუმში ქურდობის ბრალდებით ახალგაზრდა მამაკაცი დააკავეს. 

ის წარსულში ნასამართლევი პირია. 

გამოძიებით დადგინდა, რომ ბრალდებული სხვადასხვა ქუჩაზე, მოქალაქეების კუთვნილ 26 ველოსიპედს უკანონოდ დაეუფლა. პოლიციამ მოპარული ველოსიპედების დიდი ნაწილი ნივთმტკიცების სახით ამოიღო.

გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 და მე-3 ნაწილებით მიმდინარეობს არაერთგზის ჩადენილ ქურდობის ფაქტზე, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

დანაშაული 4-დან 7 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში