მოვუწოდებ ყველა მხარეს, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა - პრემიერი

18 მარტი 2021, 11:14 692 ნახვა

მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ  მაქსიმალურად მოკლე დროში, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას, – ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა, დღევანდელ სხდომაზე განაცხადა.

ირაკლი ღარიბაშვილმა ბრიუსელში ვიზიტიც შეაფასა.

„ბრიუსელში ძალიან წარმატებული ვიზიტი გვქონდა. გავმართეთ შეხვედრები უმაღლეს დონეზე, როგორც ევროკავშირში, ასევე ნატო-ში. ჩვენ გვქონდა ძალიან წარმატებული განხილვა ყველა იმ კრიზისის, იმ პროგრესის, რომელსაც ჩვენ მივაღწიეთ ერთად. უნდ აღინიშნოს, რომ ის რეფორმა, პროგრესი, რომელიც ჩვენ წარვადგინეთ არის ყველას მიერ აღიარებული, ამიტომ ყველას მინდა მადლობა გადაგიხადოთ. ჩვენ მოვისმინეთ ვიცე-პრეზიდენტ ბორელის შეფასება ჩვენი ქვეყნის პოლიტიკური რეალობის და სიტუაციის, ასევე მოვისმინეთ მათი შეფასებები აღჩევნებზე, რომელიც მათი შეფასებით არის თავისუფალი, სამართლიანი და კონკურენტული. არავითარი საფუძველი არ არსებობს ხელოვნურად შექმნილი პოლიტიკური კრიზისისა, შესაბამისად, მინდა კიდევ ერთხელ მოვუწოდო ყველა მხარეს, რომ ჩვენ მაქსიმალურადხ მოკლე დროში, კონსტრუქციული დიალოგის ფარგლებში შევძლოთ გამოსავლის მოძებნა იმისთვის, რომ ქვეყანა დაუბრუნდეს ნორმალურ პოლიტიკურ ცხოვრებას და გავაგრძელოთ ისეთ გამოწვევებზე კონცენტრირება, როგორიცაა კოვიდპანდემია, ეკონომიკური პრობლემები, უმუშევრეობა, ოპკუპაცია და ა.შ.

იმედი მაქვს, რომ ოპოზიციის კონსტრუქციული ნაწილი მიიღებს გონივრულ, სახელმწიფოებრივ გადაწყვეტილებებს ამ დღეების განმავლობაში. ჩვენი მხრიდან, კიდევ ერთხელ ვადასტურებთ ჩვენს მზაობას, რომ გავაგრძელოთ კონსტუქციული დიალოგი და რაც შეიძლება მოკლე დროში მივიღოთ შესაბამისი შეთანხმება“, – აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში