პირველი აპრილიდან საბავშვო-გასართობი ცენტრები მუშაობას განაახლებენ

18 მარტი 2021, 14:52 1120 ნახვა

საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, პირველი აპრილიდან მუშაობის განახლება შეეძლებათ საბავშვო-გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსის ილია დარჩიაშვილის განცხადებით, ქვეყანაში პანდემიის გამო მოქმედი შეზღუდვების ნაწილი უკვე შემსუბუქებულია.

„დღეს საკოორდინაციო საბჭომ მიიღო შეზღუდვების დამატებითი შემსუბუქების გადაწყვეტილება. პირველი აპრილიდან რეგულაციების დაცვით მუშაობის განახლების საშუალება მიეცემათ საბავშვო-გასართობ ცენტრებსა და კინოთეატრებს. უკვე ხვალიდან, 19 მარტიდან დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში