19 მარტიდან კვების ობიექტებში ცოცხალი მუსიკა დაიშვება-ამის შესახებ საკოორდინაციო საბჭოს სხდომის დასრულების შემდეგ მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა განაცხადა.
"19 მარტიდან დასაშვები იქნება ცოცხალი მუსიკა კვების ობიექტებში“, – განაცხადა დარჩიაშვილმა.
ამ ეტაპზე ძალაში რჩება კვების ობიექტებისთვის შაბათ-კვირას დაწესებული შეზღუდვა.
მისივე განცხადებით ამ დროისთვის "კომენდანტის საათი" ძალაში რჩება.
"მიმდინარეობს შეზღუდვების შემსუბუქების პროცესი, ღამის გადაადგილების შეზღუდვა არის ერთ-ერთი ძლიერი ბერკეტი იმისა, რომ მოვახდინოთ ვირუსის გავრცელების პრევენცია. მოცემულ მომენტში ეს გადაწყვეტილება ძალაში რჩება და როცა გარემოებები მოგვცემს შესაძლებლობას, მოხსნის გადაწყვეტილებას მიიღებთ"-განაცხადა ილია დარჩიაშვილმა.