ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე გადაადგილების შეზღუდვა არ გაუქმდება - საკოორდინაციო საბჭო

18 მარტი 2021, 15:13 850 ნახვა

საკოორდინაციო საბჭომ უარი უთხრა აზერბაიჯანული თემის მოთხოვნას ნოვრუზ ბაირამის დღესასწაულზე ე.წ. კომენდანტის საათის ერთი დღით მოხსნასთან დაკავშირებით.  

'საკოორდინაციო საბჭოს მიმართეს სახალხო დღესასწაულ ნოვრუზ ბაირამთან დაკავშირებით და ითხოვეს ერთი ღამით გადაადგილების შეზღუდვის მოხსნა.

კულტურულ-რელიგიურ და სხვა მსგავს დღესასწაულებზე ხალხმრავლობიდან გამომდინარე და ვირუსის გავრცელების მომატებული რისკის საფრთხის გამო, განსაკუთრებით იმ დროს, როცა ეს შეზღუდვები უკვე მოხსნილია. შესაბამისად მსგავს დღესასწაულთან დაკავშირებით შეზღუდვების შემსუბუქება მიზანშეწონილი არაა", - განაცხადა მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა, ილია დარჩიაშვილმა. 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში