სომხეთში ვადამდელი არჩევნების თარიღს ელოდებიან

18 მარტი 2021, 15:48 772 ნახვა

სომხეთის ხელისუფლება დღეს ან ხვალ  ვადამდელი საპარლამენტო არჩევნების შესახებ გააკეთებს განცხადებას. სომხეთის პრემიერ-მინისტრს ნიკოლ ფაშიანიანს გადადგომისკენ გასული წლის ნოემბრიდან მოუწოდებენ, როდესაც ის რუსეთის შუამდგომლობით მთიან ყარაბაღში ცეცხლის შეწყვეტაზე დათანხმდა. სომხურ მედიაში ვრცელდება ინფორმაცია, რომ ქვეყნის მთავრობა ვადამდელი არჩევნების თარიღს გამოაცხადებს. პარალელურად სომხეთის პრემიერ-მინისტრი ოპოზიციური პარტიების ფრაქციებთან მართავს შეხვედრებს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში