აჭარიდან გერმანიაში სამუშაოდ აპრილში 25 მოქალაქე გაემგზავრება

18 მარტი 2021, 16:31 5292 ნახვა

აჭარიდან გერმანიაში სამუშაოდ მსურველები აპრილიდან გაემგზავრებიან. ამ დროისთვის აჭარის დასაქმების სააგენტომ 15000 განმცხადებლიდან 80 აპლიკანტი შეარჩია.

პირველ ეტაპზე რეგიონიდან გერმანიაში სამუშაოდ ერთ კონკრეტულ ვაკანსიაზე 25 პირი წავა.

''აჭარიდან გერმანიაში ლეგალურად დასაქმების 15 000 მსურველია რეგისტრირებული. მოხდა 80 აპლიკანტის შერჩევა და დამსაქმებელთან შესაბამისი დოკუმენტის მიწოდება. დამსაქმებელმა 25 ადამიანი შეარჩია, რომლებიც გერმანიაში აპრილის დასაწყისში გაემგზავრებიან. 

ძირითადი აქცენტი გავაკეთეთ იმაზე, რომ თანაბარი ყოფილიყო კვოტირება მუნიციპალურ ჭრილში. ჯგუფში ერთი ან ორი პირი იქნება შერჩეული, რომელსაც ინგლისური ან გერმანული ეცოდინება, რადგან კომუნიკაციის კუთხით პრობლემა არ შეიქმნას.  სამუშაო სხვადასხვა ტიპისაა და ძირითადად სოფლის მეურნეობას ეხება. საუბარია არა მხოლოდ მოსავლის აღებასა და დაბინავებაზე, ასევე შეფუთვას დასაწყობებასა და ტრანსპორტირებას. ამ ადამიანებზე ხდება ვაკანსიის პირობების და მოთხოვნების მიწოდება ჯგუფურად და ინდივიდუალურად, ამის შემდეგ მოქალაქე ღებულობს გადაწყვეტილებას, სურს თუ არა დასაქმდეს''- განაცხადა თემურ კახიძემ აჭარის დასაქმების სააგენტოს ხელმძღვანელმა.

დოკუმენტაციის მომზადებაში მათ დასაქმების სააგენტო ეხმარება და როგორც აქ აცხადებენ აპლიკანტები სპეციალურ ტრენინგსაც გადიან.

ირინე წუწუნავა
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში