ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებს ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით, მომხდარის შესწავლამდე - თამარ გაბუნია

18 მარტი 2021, 18:06 938 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის განცხადებით, ექსპერტთა ჯგუფი იმსჯელებს და მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობაზე.

თამარ გაბუნიას განმარტებით არ არის გამორიცხული, რომ ახალციხეში მომხდარის შესწავლამდე ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით შეჩერდეს.

"დღეს 4 საათისთვის სამინისტროში შემოვიდა ინფორმაცია, რომ აცრის შემდგომ პერიოდში სამედიცინო პერსონალს დაუფიქსირდა გვერდითი რეაქცია, რომელიც შესაძლოა იყოს დაკავშირებული ვაქცინაციასთან, ამდენად დაუყოვნებლივ დაიწყეს ამ შემთხვევის გამოძიება.

რეგულირების სააგენტომ დაიწყო შესწავლა, რომ დადგინდეს მიზეზ-შედეგობრივი კავშირი დამდგარ მდგომარეობას და ვაქცინაციას შორის, პაციენტის მდგომარეობა ამ მომენტისთვის არის მძიმე, მას უტარდება მკურნალობა რეანიმაციულ განყოფილება. საგანგებო მდგომარეობის მართვის სამსახურმა დაიწყო მისი თბილისში ტრანსპორტის პროცესი და მისი მკურნალობა გაგრძელდება დედაქალაქში. 

დღეს სამინისტროში შეიკრიბება იმუნიზაციის ექსპერტთა ჯგუფი, ასევე გვერდითი მოვლენების მართვის კომიტეტი, რომლებიც მიიღებს გადაწყვეტილებას ვაქცინაციის პროცესის შემდგომი გაგრძელების და ფორმატის თაობაზე. თუ როგორ მოხდება ამ ფაქტის შემდეგ ვაქცინაციის პროცესის განვითარება.

როცა დგება გვერდითი რეაქცია, ექსპერტების შეფასების შემდეგ თუ ეს არის მძიმე გვერდითი რეაქცია, რასთანაც ახლა გვაქვს საქმე. ამ შემთვევაში ვიდრე შემთხვევის შესწავლა არ მოხდება და მიზეზ-შედეგობრივი კავშირის დადგენა ექსპერტების ჯგუფი იმსჯელებენ იმაზე ხომ არ შეჩერდეს ვაქცინაციის პროცესი გარკვეული პერიოდით.

ჯერ ადრეა იმაზე საუბარი, რასთან გვაქვს  საქმე. ანაფილაქციაა თუ სხვა გვერდითი რეაქცია. ბრიტანეთის მონაცემებიდან 5 მილიონიდან 41 ანაფილაქსიის ტიპის გვერდითი მოვლენა. ეს არის ერთ-ერთი ცნობილი რეაქცია, თუმცა ამის გამო არცერთ ქვეყანას ვაქცინაცია არ შეუჩერებია. მაგრამ ჩვენ დასკვნას დაველოდებით.

რამდენიმე დღეა დავიწყეთ ვაქცინაცია, საზოგადოებაში და სამედიცინო პერსონალში ნდობა ისედაც არ არის მაღალი. ჩვენ უნდა გვახსოვდეს ის, რომ ვაქცინაციის რისკი მის სარგებელთან მიმართებაში ყოველთვის არის ნაკლები'' 

მილიონში ერთხელ არის ასეთი შემთხვევა. 300 მილიონ ადამინს აქვს ჩატარებული ვაქცინა და ასეთი მძიმე რეაქცია დაფიქსირებული არ არის''  - განაცხადა თამარ გაბუნიამ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში