ქრთამის აღების ბრალდებით დაკავებული საკრებულოს წევრი დუმილის უფლებას იყენებს

19 მარტი 2021, 12:01 1012 ნახვა

ქობულეთის საკრებულოს  დეპუტატი, რომელიც გუშინ ქრთამის აღების ბრალდებით დააკავეს, ამ დრომდე დუმილის უფლებას იყენებს. მისთვის  ბრალი ჯერ ოფიციალურად არ წაუყენებიათ. ვიტალი ქარცივაძეს დღეს ადვოკატი მოინახულებს. ვიტალი ქარცივაძე მიწის აღიარების კომისიაში ნაკვეთების დაკანონების საკითხზე მუშაობდა. იგი მეორე მოწვევის საკრებულოს წევრია. სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურშიც განმარტავენ, რომ დეპუტატი განსაკუთრებით დიდი ოდენობით ქრთამის აღების ფაქტზე დააკავეს.

ლევან ურიდია
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში