ზელენსკი: რუსეთის ქმედებაზე საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების გადამწყვეტი რეაქცია

19 მარტი 2021, 12:03 865 ნახვა

დონბასში შექმნილი ვითარება ადასტურებს, რომ რუსეთის ფედერაციის ქმედებაზე საჭიროა საერთაშორისო საზოგადოების უფრო გადამწყვეტი რეაქცია, – ამის შესახებ უკრაინის პრეზიდენტმა, ლიეტუველ კოლეგასთან შეხვედრის დროს განაცხადა. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, რუსეთის წინააღმდეგ საერთაშორისო სანქციები უნდა გაძლიერდეს და შენარჩუნდეს იმ დრომდე, ვიდრე რუსეთი მინსკის შეთანხმების პირობებს სრულად არ შეასრულებს და უკრაინის ტერიტორიული მთლიანობა არ აღდგება. ზელენსკიმ ასევე აღნიშნა, რომ უკრაინა იწყებს კიევში საერთაშორისო პლატფორმის – ყირიმის პლატფორმის შექმნას.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში