მერიაში ბავშვთა უფლებების დაცვის განყოფილება ამოქმედდა

19 მარტი 2021, 12:04 1552 ნახვა

მოზარდების უფლებებზე ისაუბრეს ბათუმის მერიაში გამართულ შეხვედრაზე. მუნიციპალიტეტში  ბავშვთა უფლებების დაცვისა და  მხარდაჭერის განყოფილება ამოქმედდა, რომლის მთავარი მიზანი სწორედ მოზარდების საჭიროებების განსაზღვრა და მათზე ზრუნვაა. შეხვედრაზე მერიის ახლად შექმნილი სამსახურის  სამომავლო გეგმებზეც გამახვილდა ყურადღება. ბავშვთა უფლებების დაცვისა და მხარდაჭერის განყოფილება „ბავშვის უფლებათა დაცვის“კოდექსის შესაბამისად შეიქმნა. ბავშვთა უფლებების დარღვევის  ან საეჭვო ვითარების დაფიქსირების  შემთხვევაში შეგიძლიათ დარეკოთ ცხელ ხაზზე  (0422)  27 11 71  ან მობილურის ნომრებზე   577 14 14 70  - 577 23 11 42.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში