დონალდ ტრამპის ვაჟი ამბობს, რომ ქვეყანას ლიდერი აღარ ჰყავს

19 მარტი 2021, 15:30 782 ნახვა

აშშ-ის ექს-პრეზიდენტის დონალდ ტრამპის ვაჟი უმცროსი დონალდ ტრამპი ამბობს, რომ  ქვეყანას აღარ ჰყავს ლიდერი. ამის შესახებ მან მას შემდეგ განაცხადა, რაც თეთრმა  სახლმა უარი თქვა  რუსეთის  პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინთან პირდაპირ  მოლაპარაკებებზე.  მანამდე ვლადიმირ პუტინმა  ჯო ბაიდენი პირდაპირ ეთერში დებატებზე წინასწარ მომზადებული ტექსტის გარეშე გამოიწვია.  მთელმა მსოფლიომ იცის, რომ ჩვენ არ გვყავს ლიდერი სათავეში, არის მხოლოდ ცარიელი კოსტიუმი ტლესუფლიორით- წერს უმცროსი ტრამპი ტვიტერზე. მისი თქმით, შეერთებული შტატების მოწინააღმდეგეები ახლა ამერიკის სისუსტით სარგებლობენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში