ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა, თუმცა მისი კუპირება მალევე მოხდა - თამარ გაბუნია

19 მარტი 2021, 16:33 1450 ნახვა

საქართველოს ჯანდაცვის მინისტრის მოადგილე თამარ გაბუნია აცხადებს, რომ „ასტრაზენეკას“ ვაქცინის გამოყენების დროს კიდევ ერთ ადამიანს განუვითარდა ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობა, თუმცა მალევე მოხდა მისი მდგომარეობიდან გამოყვანა.

„იყო რთული რეაქცია, ბოლო პერიოდის განმავლობაში, დაფიქსირდა კიდევ ერთი შემთხვევა, თუმცა მალევე მოხდა მისი კუპირება. დაახლოებით მსგავს ანაფილაქსიასთან გვქონდა საქმე. არის ანაფილაქსიის შოკი და ასევე ანაფილაქსიის მსგავსი მდგომარეობები, რომელიც შოკის სახით შეიძლება არ გამოვლინდეს, მაგრამ იყოს მსგავსი. ასეთი იყო ერთი შემთხვევა“, – განაცხადა თამარ გაბუნიამ.

დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელი კი ამბობს, რომ საუბარია ახალგაზრდა ქალზე, რომელსაც ვაქცინაციის შემდეგ მწვავე ალერგიული რეაქცია ჰქონდა. ამირან გამყრელიძის თქმით, აღნიშნული პირი ამ ეტაპზე კარგად არის.

'' ვაქცინაციის გვერდითი მოვლენების კომიტეტი არსებობს, სადაც ინფორმაცია შევიდა. ერთ-ერთ კლინიკაში არის ეს ახალგაზრდა ქალი, რომელსაც ჰქონდა რეაქცია. კლინიკამ დაწერა ანაფილაქსიური შოკი, მაგრამ არსებული მონაცემებით საბოლოო გადაწყვეტილება მიღებული არაა. იყო თუ არა ანაფილაქცია ამას კომიტეტის წევრები დაადგენენ. გიდასტურებთ იყო მწვავე ალერგიული რეაქცია, მაგრამ იყო თუ არა შოკი ეს დასადგენია'' - განაცხადა ამირან გამყრელიძემ. 

 

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში