ჯანმო-ს განცხადება

19 მარტი 2021, 17:07 926 ნახვა

კარანტინს, "კომენდანტის საათს" და კოვიპანდემიასთან ბრძოლის სხვა ღონისძიებებს   ვაქცინაცია ჯერ ვერ ჩაანაცვლებს, - ამის შესახებ ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ევროპული განყოფილების ხელმძღვანელმა ჰანს კლიუგემ განაცხადა.

კლიუგეს თქმით, რეგიონის 53 ქვეყნიდან  46-მა ვაქცინის 107 მილიონზე მეტი დოზა უკვე გამოიყენა, ამ 45 ქვეყნიდან მოსახლეობის 3% სრულად არის აცრილი. კლიუგემ აღნიშნა, რომ ევროპაში ვაქცინაციის მაჩვენებლები დაბალია, მაგრამ ვაქცინაციის გავლენა ჰოსპიტალიზაციასა და სიკვდილიანობაზე უკვე შესამჩნევია.

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, გასულ კვირაში ევროპაში კოვიდ-19-ის ერთი მილიონ 200 ათასი  ახალი შემთხვევა და 20 ათასზე მეტი გარდაცვალება დაფიქსირდა.

გუგული ბერიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში