რა შეაჩერებს მეწყერს ვაშლიჯვარში

19 მარტი 2021, 20:06 1162 ნახვა
00:00
00:00

რატომ გაჩნდა რამდენიმემეტრიანი მიწის ნაპრალი, თბილისში, ვაშლიჯვრის თავზე სპეციალისტები სწავლობენ და მოსალოდნელ რისკებზე საუბრობენ. ვითარების ადგილზე გასაცნობათ თბილისში გერმანელ ექსპერტებს ელოდებიან.   

გეოლოგები  ამბობენ, რომ ეს ადგილი, ისევე როგორც, მაგალითად, მთაწმინდის ქედი, სეისმურად არამდგრადია და სიფრთხილეა საჭიროა.

საფრთხის თავიდან ასარიდებლად თბილისის მერიამ 16 მარტს ორმხრივად ჩაკეტა მაჭავარიანის ქუჩა, რომელიც ნაპრალგაჩენილი მთის ქვემოთ გადის. ნაპრლაგაჩენილი მთის ქვემოთ, მერიას ახალი გზა გაჰყავს, რომლითაც ვაშლიჯვარი გელოვანის გამზირს დაუკავშირდება. პარალელურად შენდება საცხოვრებელი და სხვა ფუნქციის მქონე ნაგებობები.

თემო სალუქვაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში

#უსმინეთ!

დიდი შესვენება

პოპულარული

ამინდი