პრობლემები მიწის რეგისტრაციაში

19 მარტი 2021, 20:08 1633 ნახვა

მოქალაქე, რომელიც მიწას წლების განმავლობაში არ ამუშავებს, მოცდენის გადასახადს უნდა იხდიდეს - ასე ფიქრობს პარლამენტში  ტყიბულის, თერჯოლის, ზესტაფონისა და ბაღდათის მაჟორიტარი დეპუტატი.

აუთვისებელ მიწებზე სანქციების დაწესებას ემხრობა გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრიც, თუმცა ლევან დავითაშვილის თქმით, ეს ყველას უნდა ეხებოდეს, რაც შეუძლებელი იქნება, თუ მიწების რეგისტრაცია არ დასრულდება.

მიწების დარეგისტრირების პრობლემა აჭარაში სოფლად მცხოვრებ არაერთ მოქალაქეს წლებია აქვს და მის მოგვარებას ვერ ახერხებს, რაც შეეხება მიწების დაუმუშავებლობას, ერთ-ერთ მიზეზად მოსახლეობა გაძვირებულ პესტიციდებსა და მოსავალზე ფასების ვარდნას ასახელებს.

სოფიკო შავაძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში