ჯანმო - „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს შესაძლო რისკებს

20 მარტი 2021, 12:15 710 ნახვა

ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის ექსპერტებმა მათ ხელთ არსებული კომპანია „ასტრაზენეკას“ ვაქცინის სამეცნიერო მონაცემების ანალიზი ჩაატარეს და დაადასტურეს, რომ ვაქცინის სარგებელი აჭარბებს  შესაძლო რისკებს.  „არსებული მონაცემები არ მიუთითებს დიაგნოზების საერთო ზრდაზე, რომელიც დაკავშირებულია სისხლის შედედებასთან, ისეთების როგორებიცაა ღრმა ვენური თრომბოზი ან ფილტვების თრომბოემბოლია აცრის შედეგად.

თრომბოემბოლიის მითითებული მონაცემები ვაქცინის გამოყენების შემდეგ შეესაბამება ამ მდგომარეობათა დიაგნოზების მოსალოდნელ რაოდენობას. ორივე დაავადება გვხვდება ბუნებრივი სახით და იშვიათობას არ წარმოადგენს. ისინი ასევე წარმოიქმნება კოვიდინფექციით დაინფიცირების შედეგად“, - აცხადებენ ჯანმო-ს ექსპერტები.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში