პანდემია და ინფექციის კონტროლი კლინიკებში - კონფერენცია

20 მარტი 2021, 15:15 1167 ნახვა

“კოვიდ 19-ის პანდემია და ინფექციის კონტროლი სამედიცინო დაწესებულებებში“ _ ამ თემაზე კონფერენცია მიმდინარეობს ბათუმში. შეხვედრაზე შეკრებილი კლინიკების წარმომადგენლები ინფექციის მართვის პროტოკოლსა და პრევენციულ ღონისძიებებზე მსჯელობენ. ტრენინგს ჯანდაცვის ექსპერტი მარინე ბაიდაური ატარებს.

პანდემიის პირობებში სამედიცინო დაწესებულებების ნაწილი ჰიბრიდულად მუშაობს ანუ ვალდებულია მიიღოს ინფიცირებული პაციენტი  და  თან უნდა შეძლოს ეპიდ უსაფრთხოების დაცვა. ორგანიზატორების განცხადებით, გამოცდილების გაზიარების მიზნით რეგულაციებზე მსჯელობა მსგავსი ფორმატის შეხვედრებზე სისტემატურად ხდება. ტრენინგი კავკასიის უნივერსიტეტის ტრენინგ ცენტრისა და “მედინას“ ორგანიზებით ჩატარდა.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში