საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი დაამარცხა

20 მარტი 2021, 17:30 796 ნახვა

რაგბი ევროპის ჩემპიონატის მესამე ტურის შეხვედრაში საქართველოს ნაკრებმა რუსეთის ეროვნული გუნდი ანგარიშით 23-6 დაამარცხა. მატჩი რუსეთის ქალაქ კალინინგრადში გაიმართა ,სადაც პირველი ნახევარი "ბორჯღალოსნებმა" ტაბუცაძის და აბჟანდაძის ლელოების შემდეგ 16-3 მოიგეს. მეორე ტაიმში კი ქართველებმა კიდევ ერთი ლელო დადეს. ლელოს ავტორი ნინიაშვილი გახდა.

მეორე ნახევარი საქართველომ 3-7 მოიგო და საბოლოო ანგარიშით 23-6 გაიმარჯვა. 3 ტურის შემდეგ "ბორჯღალოსნებს" 14 ქულა აქვს და გათამაშების ლიდერები არიან. შემდეგ შეხვედრას საქართველოს ნაკრები 28 მარტს საკუთარ მოედანზე რუმინეთის ნაკრებთან გამართავს. მატჩზე დასაწრება გულშემატკივრებსაც შეეძლებათ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში