გობაძემ და ზოიძემ ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვეს

20 მარტი 2021, 22:55 1280 ნახვა

საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრებმა 2 ოლიმპიური ლიცენზია მოიპოვა. ტოკიოს ოლიმპიური თამაშების ლიცენზია 67 კგ. წონით კატეგორიაში რამაზ ზოიძემ, ხოლო 87.კგ წონით კატეგორიაში ლაშა გობაძემ მოიპოვა.

ნახევარფინალში ზოიძემ სომეხი არსენ გალსტიანი 10-1 დაამარცხა. რამაზ ზოიძემ ფინალში გასვლით ლიცენზია მოიპოვა, ხოლო ოქროსთვის ბრძოლა უკვე უნგრელ ბალინტ კორპასთან ელოდება.

ნახევარფინალში გობაძემ კი რუსეთის სახელით მოასპარეზე მილატ ალირზაევს 9-5 მოუგო. ფინალში გასული ლიცენზიის მქონდე გობაძე ოქროსთვის აზერბაიჯანელ ისლამ აბასოვს დაუპირისპირდება. საქართველოს ბერძნულ-რომაული სტილით მოჭიდავეთა ნაკრების 6 ოლიმპიური წინიდან 4 წონითი კატეგორიის ლიცენზია აქვს.

ლიცენზიები აქვთ 67 კგ. რამაზ ზოიძეს, 87.კგ ლაშა გობაძემ, 97 კგ. გიორგი მელიას და 130 კგ. იაკობ ქაჯაიას. რაც შეეხება თავისუფალი სტილით მოჭიდავეთა ნაკრების კი 6-დან და 3 ლიცენზია აქვს.

სეო წილოსანი
სპორტული ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში