აჭარაში ვეტ კლინიკები დააჯარიმეს

21 მარტი 2021, 12:30 1025 ნახვა

სურსათის ეროვნულმა სააგენტომ  52 ვეტერინარული ობიექტი დააჯარიმა მათ შორის რამდენიმე აჭარაში, მათგან კი ორი ვადაგასული პრეპარატების რეალიზაციის გამო. აჭარის, შიდა ქართლის, გურიისა და სამცხე-ჯავახეთის რეგიონებში,  სახელმწიფო კონტროლი 83 ვეტერინარულ ობიექტში განხორციელდა.

სურსათის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით სახელმწიფო კონტროლი მთელი წლის განმავლობაში გაგრძელდება. ბათუმში ვეტ კლინიკებში ამ ეტაპზე კომენტარს არ აკეთებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში