ნოვრუზ ბაირამი – პრემიერის მილოცვა

21 მარტი 2021, 12:20 1100 ნახვა

პრემიერ მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი დღეს მთავრობის ადმინისტრაციაში აზერბაიჯანელ მოქალაქეებს შეხვდა და ნოვრუზ ბაირამის დღესასწაული მიულოცა. აღნიშნა, რომ პანდემიიდან გამომდინარე წლევანდელ წელს დღესასწაულის მილოცვა სხვა ფორმატში უწევთ. ნოვრუზ ბაირამი - ახალ წელსა და რელიგიურ რამაზან ბაირამთან ერთად, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი დღესასწაულია .

შეხვედრას  შერიგებისა და სამოქალაქო თანასწორობის საკითხებში სახელმწიფო მინისტრი თეა ახვლედიანი და მარნეულის მერი ზაურ დარგალიც ესწრებოდნენ. დღესასწაულთან დაკავშირებით  აზერბაიჯანელმა მოქალაქეებმა და სახალხო დამცველმა მთავრობას ე.წ კომენდანტის საათის მოხსნის მოთხოვნით მიმართა თუმცა უარი მიიღეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში