სამხატვრო სკოლას რეაბილიტაცია ჩაუტარდა

21 მარტი 2021, 12:00 915 ნახვა

განახლებული სასწავლო პროცესი განახლებულ სივრცეში. ბათუმის ნიკოლოზ კანდელაკის სახელობის სამხატვრო სკოლის მოსწავლეები ახალ სასწავლო წელს ახალრეაბილიტირებულ სამხატვრო სკოლაში გააგრძელებენ. 

სამხატვრო სკოლის ისტორიულ შენობას, რომელიც კულტურული მემკვიდრეობის ძეგლია, აჭარის განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს ფინანსური მხარდაჭერით ჩაუტარდა რეაბილიტაცია. სამხატვრო სკოლის განახლებული სივრცე მოემსახურება 150 მოსწავლეს. ბათუმის სამხატვრო სკოლა სრულად ადაპტირებულია შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირებისთვის.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში