პროტესტი ე.წ. ოცნების ქალაქში

21 მარტი 2021, 18:21 2107 ნახვა

ბინების გადაცემის შესახებ  ხელშეკრულების იურიდიულად გაფორმება მოითხოვეს ე.წ „ოცნების ქალაქში“. დასახლებაში მცხოვრებთა ნაწილმა აქცია გამართა და მოქალაქეებმა რამდენიმე წუთით მთავარი მაგისტრალიც გადაკეტეს. ითხოვდნენ აჭარის მთავრობის წარმომადგენლებთან შეხვდრას. ფიქრობენ, რომ დასახლებაში მცხოვრებთა დიდ  ნაწილს ბინები არ შეხვდება. აქციის მონაწილეებმა მორიგი საპროტესტო შეკრება ეკონომიკის სამინისტროსთან გადაწყვიტეს.

ჯანდაცვის მინისტრის მოადგილის, რამაზ ჯინჭარაძის განცხადებით, მოსახლეობის ნაწილი სამუშაო შეხვედრებს ესწრება და ბინების გადაცემის შესახებ მათ დეტალური ინფორმაცია აქვთ, რამაზ ჯინჭარაძე ამბობს, რომ მიმდინარე სამშენებლო სამუშაოების ფონზე მოსახლეობის პროტესტი გაუგებარია.

ე. წ ოცნების ქალაქში მცხოვრები ოჯახებისთვის სოციალური სახლების მშენებლობის პირველი ეტაპი დასრულებულია, მეორე ეტაპის ხარჯები კი უკვე გათვალისწინებული. სამ კორპუსში ბინებს სულ 582 ოჯახს გადასცემენ. პროექტი 2024  წლამდე გახანგრძლივდა, რაც  1500-ზე მეტი ბინის მშენებლობას ითვალისწინებს, რისთვისაც სულ 70 მილიონი ლარი დაიხარჯება.

თამუნა ხოზრევანიძე
ჟურნალისტი

ამავე კატეგორიაში