ბათუმის საბავშვო ბაღების შემოწმება მიმდინარეობს - მერია 

22 მარტი 2021, 10:28 846 ნახვა

ბათუმის მერიის ინფორმაციით, საბავშვო ბაღებში კომპლექსური მონიტორინგი მიმდინარეობს. მუნიციპალური ინსპექციის წარმომადგენლები  ამოწმებენ, თუ როგორ სრულდება COVID-19-ის გავრცელების საპრევენციო ღონისძიებები, ასევე კონტროლდება კვების ბლოკი.

''საბავშვო ბაღების შესასვლელში განთავსებულია საინფორმაციო სტიკერები, დეზობარიერი და სანიტაიზერი. რეგულარულად ტარდება პერსონალისა და აღსაზრდელების თერმოსკრინინკი. საეჭვო ტემპერატურის დაფიქსირების შემთხვევაში მოწყობილია საიზოლაციო სივრცე. საბავშვო ბაღები აღჭურვილია სადეზინფექციო საშუალებებით. ყოველდღიურად ხორციელდება ზედაპირებისა და სათამაშოების დასუფთავება.

რაც შეეხება კვების ბლოკს, შემოწმდა როგორც სივრცის სისუფთავე, ასევე საკვები პროდუქტის ხარისხი'' - აღნიშნულია მერიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

უწყების ცნობით, მუნიციპალური ინსპექცია მონიტორინგს 33-ვე მუნიციპალურ საბავშვო ბაღში განახორციელებს.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში