ბრისტოლში ძალადობაში გადაზრდილ საპროტესტო აქციაზე ორი სამართალდამცავი მძიმედ დაშავდა

22 მარტი 2021, 12:44 743 ნახვა

ინგლისის ქალაქ ბრისტოლში, სადაც ახალი კანონპროექტი გააპროტესტეს, რომელიც პოლიციას საპროტესტო აქციების შეზღუდვებისთვის დამატებით ძალაუფლებას ანიჭებს, სამართალდამცავებსა და დემონსტრანტებს შორის დაპირისპირება მოხდა. ძალადობაში გადაზრდილ საპროტესტო აქციაზე ორი სამართალდამცავი მძიმედ დაშავდა. დამწვარია პოლიციის ორი ავტომობილი. დემონსტრანტების ნაწილმა სამართალდამცავებს პიროტექნიკა დაუშინა, პოლიციის ავტომობილებს ცეცხლი წაუკიდა და პოლიციის შენობის კედლები დააზიანა. მომხდარს ქვეყნის შინაგან საქმეთა მინისტრი გამოეხმაურა და აღნიშნა, რომ ბრისტოლში მომხდარი ფაქტები მიუღებელია. ბრისტოლის ადგილობრივი სამართალდამცავების განცხადებით, უახლოეს მომავალში ყველა დამნაშავის იდენტიფიცირება მოხდება და ისინი კანონის წინაშე პასუხს აგებენ.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში