ჯანდაცვის მინისტრი გეგმავს რეგიონებში სამედიცინო პერსონალს შეხვდეს 

22 მარტი 2021, 14:32 680 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრი ხვალიდან რეგიონებში, კლინიკების მონახულებას და სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებას გეგმავს. 

ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტების კითხვას უპასუხა, რომელიც ვაქცინაციასთან დაკავშირებით სამედიცინო პერსონალის დაბალ აქტივობას უკავშირდებოდა. 

„ეს ინფორმაცია რა თქმა უნდა, დაავადებათა კონტროლის მხრიდან ჩვენც გვაქვს მიღებული. პირადად მე ვგეგმავ რეგიონებში სამედიცინო პერსონალთან გასაუბრებებს. ხვალიდან დავიწყებ ინტენსიურ გასაუბრებებს კოლეგებთან. ვინაიდან საჩხერის კლინიკა იყო დასახელებული, ის იქნება პირველი კლინიკა, რომელსაც მოვინახულებ და იმერეთის რეგიონი, სადაც განვახორციელებ ჩემს ვიზიტს“, – განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში