საქართველოში 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა, მოქალაქეებს ვაქცინის არჩევა შეეძლება - ეკატერინე ტიკარაძე

22 მარტი 2021, 14:42 1456 ნახვა

ჯანდაცვის მინისტრის ეკატერინე ტიკარაძის განცხადებით, საქართველოში 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა. მინისტრმა დღეს ვაქცინის შემოსვლის კონკრეტული თარიღი ვერ დაასახელა, თუმცა განაცხადა, რომ მოქალაქეებს საშუალება ექნებათ აირჩიონ, თუ რომელი ვაქცინის გაკეთება სურთ.

„დოზებთან მიმართებაში არაფერი შეცვლილა, 29 500 დოზა „ფაიზერის“ ვაქცინა შემოვა საქართველოში, თუმცა ჩვენ ველოდებით კონკრეტული რეისის ნომერს, რომ საზოგადოებას ვაცნობოთ ზუსტი თარიღი.

თანაბრობისა და სოლიდარობის პრინციპი, ეს არის ერთ-ერთი მთავარი ღირებულება, რომელიც გააჩნია ჯანდაცვის სფეროს და რომელსაც მსოფლიო იზიარებს. შესაბამისად, ყველა ვაქცინა იქნება ხელმისაწვდომი ყველა ჩვენი მოქალაქისთვის“, - განაცხადა ეკატერინე ტიკარაძემ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში