პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება - აშშ-ის საელჩო

22 მარტი 2021, 17:36 738 ნახვა

საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების საელჩო სოფელ ხურვალეთში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილის გარდაცვალებას ეხმაურება.

„პატივს მივაგებთ დათა ვანიშვილის ხსოვნას, რომლის სიმტკიცეც რუსული ოკუპაციის პირისპირ ყველასთვის შთაგონების წყაროდ დარჩება, ვიდრე რუსეთი არ შეასრულებს ნაკისრ ვალდებულებებს”, - ნათქვამია საელჩოს მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გორის მუნიციპალიტეტში, საოკუპაციო ხაზთან მცხოვრები დათა ვანიშვილი 19 მარტს გარდაიცვალა. მას დღეს დაკრძალავენ.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში