ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის - საქართველოს პრეზიდენტი შარლ მიშელის განცხადებას ეხმაურება

22 მარტი 2021, 22:34 1008 ნახვა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი, ევროპული საბჭოს პრეზიდენტის, შარლ მიშელის წარმომადგენლის კრისტიან დანიელსონის საქართველოში დაბრუნების შესახებ მიღებულ გადაწყვეტილებას "ტვიტერზე" ეხმიანება. 

"მადლობა ბატონო პრეზიდენტო. ეს ძლიერი ნიშანია იმისა, რომ ევროკავშირი არსად მიდის. სანამ ჩვენ ბატონი დანიელსონის დაბრუნებას ველით, კიდევ ერთხელ მოვუწოდებ ყველა მხარეს ქვეყანა პირველ ადგილზე დააყენოს და დეპოლარიზაციის, კომპრომისისა და ერთიანობისთვის იმუშაოს“, - წერს სალომე ზურაბიშვილი.

შარლ მიშელის განცხადებით, მისი წარმომადგენელი კრისტიან დანიელსონი მედიაციის გასაგრძელებლად საქართველოში კვირის ბოლოს დაბრუნდება.

აჭარის მაუწყებელი
სოც. ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში