ახალციხეში გარდაცვლილ ექთანს დღეს დაკრძალავენ

23 მარტი 2021, 11:54 850 ნახვა

27 წლის ექთანს, რომელიც ვაქცინაციის შემდეგ გარდაიცვალა, დღეს დაკრძალავენ. ოჯახი ახალგაზრდა მედდის გარდაცვალების მიზეზის დადგენას ითხოვს. სახელმწიფო რეგულირების სააგენტომ პირველადი დასკვნა კვირის ბოლოსთვის უნდა გამოაქვეყნოს. მონაცემები კი ასტრაზენეკასა და მსოფლიო ჯანდაცვის ორგანიზაციას გადაეგზავნება. ოჯახი "ასტრაზენეკას" ბრიტანეთის ფილიალს, მეგი ბაქრაძის საქმის გამოძიებაში ჩართვას სთხოვს. ოჯახის ადვოკატებმა ახალციხის კლინიკიდან გარკვეული დოკუმენტაცია ჩაიბარეს, თუმცა აცხადებენ, რომ საბუთებში ჩატარებული პროცედურები სრულად არ არის ასახული.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში