მიტროპოლიტი დიმიტრი: „ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია“

23 მარტი 2021, 11:54 841 ნახვა

ვაქცინაციის პროცესთან დაკავშირებით განცხადებას ავრცელებს ბათუმისა და ლაზეთის მიტროპოლიტი. მეუფე დიმიტრი წერს: “პანდემია არის უხილავი ომი, რომელსაც ხალხი საავადმყოფოებში და სიკვდილამდე მიჰყავს. ანადგურებს სოციალურ ურთიერთობებს, ამცირებს ეკლესიის მრევლს, ხურავს უნივერსიტეტებსა და სკოლებს, ქმნის ეკონომიკურ პრობლემებს. ამ ომში ერთ-ერთი მთავარი იარაღია ვაქცინაცია, რომელიც აღადგენს საზოგადოების ნორმალურ ყოფას. ასეთ ომში მდგომარეობა უფრო საშიშია, ვიდრე ვაქცინის შესაძლო გვერდითი ეფექტები. ისინი, ვინც ქრისტიანებს ურჩევენ არ მიიღონ პრევენციული ზომები, პასუხისმგებელნი არიან ადამიანთა ავადმყოფობაზე და მათ გარდაცვალებაზე. „-განცადება მიტროპოლიტმა სოციალურ ქსელში გამოაქვეყნა.   

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში