იუნკერების ხსენების დღეს

23 მარტი 2021, 11:55 687 ნახვა

დღეს იუნკერების ხსენების დღეა. 1921 წლის 23 მარტს იუნკერები საქართველოს ერთიანობისთვის ბრძოლაში ჩაებნენ, რის შედეგადაც 50 ქართველი  მეომარი დაიღუპა.  ყოველი წლის 23 მარტს კი მათი სახელობის  მემორიალს, ბათუმში ყვავილებით  ამკობენ და სანთლებს ანთებენ. დღეს აჭარის მთავრობის თავმჯდომარემ,  განათლების მინისტრმა,  ბათუმის მერის მოვალეობის შემსრულებელმა და საკრებულოს თავმჯდომარემ   მემორიალური ქვა  ყვავილებით  შეამკეს და ბათუმის გათავისუფლებისთვის ბრძოლაში დაღუპული გმირები გაიხსენეს.

აჭარის საზოგადოებრივი მაუწყებელი
ადმინისტრატორი

ამავე კატეგორიაში